იური ვაზაგაშვილის მკვლელობის უსწრაფესად გამოძიება მთელი ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხია

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის უსწრაფესად გამოძიება მთელი ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხია

„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა მწუხარება გამოთქვა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ ამ მკვლელობის საქმის უსწრაფესად გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მთელი ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხია. ალექსი პერტიაშვილმა პროკურატურის საქმიანობაც შეაფასა.

„მინდა, მწუხარება გამოვხატო ამ შემზარავი მკვლელობის შედეგად დაღუპული მართლაც ძალიან ღირსეული ადამიანის, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო. რაც შეეხება პროკურატურის საქმიანობას, ზოგადად მათ საქმიანობაზე მე ჩემი შეფასება არაერთხელ გამიხმოვანებია, მაგრამ ეს უკვე კონკრეტულად პროკურატურის კი არა, მთელი ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხია. მართლაც ამ მკვლელობის, პირდაპირ ვიტყვი, ტერორისტული აქტის უსწრაფესად გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, საზოგადოების, პოლიტიკური სპქტრრის, თითოეული ჩვენგანის მოთხოვნაა, რომ ეს უმოკლეს დროში იყოს გამოძიებული", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.