საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსიკაიტეს შეხვდა. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და დადებითად შეაფასა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართ აწარმოებს.
მხარეებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო ურთიერთობებზე. პრემიერმა მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში მხარდაჭერისთვის.