გამოძიებისთვის მთავარია, დადგინდეს, თუ რა პირობებში მოხდა ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქება

გამოძიებისთვის მთავარია, დადგინდეს, თუ რა პირობებში მოხდა ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქება

დამოუკიდებელი ექსპერტის ზაზა ალთუნაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიებისთვის მთავარია, დადგინდეს, თუ რა პირობებში მოხდა ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქება.

ალთუნაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტიზა ასაფეთქებელ მოწყობილობაზე და წინასწარ საუბარი დეტალებზე არ იქნება მართებული, მხოლოდ იმის დადასტურებაა შესაძლებელი, რომ შემთხვევის ადგილზე დისტანციური მართვის თანმხლები მექანიზმი აღმოჩენილი არ არის. მისივე თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მოვიდა მოქმედებაში.

ექსპერტმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, თუ ვის მიუწვდება ხელი მსგავსი ტიპის ასაფეთქებელ მოწყობილობაზე, განაცხადა, რომ მისი შოვნა რთულია, თუმცა შესაძლებელია შავ ბაზარზე.

„მისი შოვნა შესაძლებელია შავ ბაზარზე და იგივე თანხა დაჯდება, რაც, მაგალითად, ცეცხლსასროლი იარაღი", - განაცხადა ექსპერტმა.