სამთავრობო კომისიამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის შვიდი კომპანია შეარჩია

სამთავრობო კომისიამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის შვიდი კომპანია შეარჩია

სამთავრობო კომისიამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 12 საკონსკურსო განაცხადიდან შვიდი კომპანია შეარჩია, რომლებიც კანდიდატთა ე.წ. მოკლე სიაში გადავიდნენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ პრესკონფერენცია ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მაოდგილე ირმა ქავთარაძემ გამართა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ 5 აგვისტოს გამოაცხადა მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში მონაწილეობის მისაღებად. მისივე თქმით, ოქტომბერში შემოვიდა 12 განაცხადი, სხავადსხვა ქვეყნის წარმომადგენელი კომპანიების მიერ.

"განაცხადები შემოიტანეს, როგორც ცალკეულმა კომპანიებმა, ასევე კონსორციუმებმა. გასული წლის დეკემბერში შეიკრიბა სამთავრობო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი წამყვანი სამინისტროების წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი უწყებები. კომისიამ გადაწყვიტა, რომ კანდიდატთა ე.წ. მოკლე სიაში გადავა შვიდი კომპანია", - განაცახადა ირმა ქავთარაძემ და მედიას ამ კომპანიების დასახელება გააცნო. ეს კომპანიებია: BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A (FRANCE); MITSUI & CO., LTD (JAPAN); PORTEK INTERNATIONAL PRIVATE LIMITED (JAPAN) (CONSORTIUM); JSC ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM (GEORGIA); TERMINAL INVESTMENT LIMITED (LUXEMBOURG); ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (CHINA); BRITISH ECO POWER LTD (GREAT BRITAIN); SPARTAK ERAGIA – (Physical Person); (CONSORTIUM); AECOM TECHNICAL SERVICES INC (USA); DIA HOLDING FZCO (UNITED ARAB EMIRATES); (CONSORTIUM); CHINA HARBOUR ENGINEERING COMPANY LTD (CHINA).

მისივე თქმით, 31 დეკემბერს ე.წ. მოკლე სიაში მყოფ კომპანიებს საქართველოს მთავრობის მიერ გაეგზავნათ მოწვევა წინადადებების წარმოდგენაზე.

"კომპანიებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 16 აპრილს. ამის შემდეგ მოხდება ორი ან სამი უპირატესი კანდიდატის გამოვლენა და მათთან გაიმართება მოლაპარაკებები ერთდროულად. იქნება მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი. ამის შემდეგ კი კომპანიებს მიეცემათ საშუალება, რომ წარმოადგინონ უკვე საბოლოო და საუკეთესო წინადადება, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან გაფორმდება ხელშეკრულება არა უგვიანეს მიმდინარე წლის სექტემბრისა", - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, კომპანიამ სამუშაოები უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2016 წლის ივნისიდან. ამასთან, მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ პროექტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

"ეს იქნება დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. მისი მშენებლობის შემთხვევაში ის დაახლოებით ორი კვირით შეამცირებს ტვირთების ტრანზიტის დროს, მაგალითად, ჩინეთიდან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ევროპაზე, პორტს უნდა ჰქონდეს საშუალება რომ მიიღოს დიდი მოცულობის გემები", - განაცხადა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, პორტში შეიქმნება სამუშაო ადგილები, მოზიდული იქნება ინვესტიციები და ეს პროექტი საქართველოს ეკონომიკას დიდი სარგებელს მოუტანს.