შესაძლოა ხვალ შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლები პარლამენტში დაიბარონ

შესაძლოა ხვალ შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლები პარლამენტში დაიბარონ

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეებთან დაკავშირებით დეპუტატები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს პარლამენტში დახურულ სხდომაზე მოხსენებისთვის იბარებენ - აღნიშნული ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაქარია ქუცნაშვილი და თამარ კორძაია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევავანდელ სხდომაზე გამოვიდნენ. დეპუტატებს აინტერესებთ, რატომ გაჭიანურდა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების პროცესი. ასევე დეპუტატებს აინტერესებთ, რა ვითარებაა იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით. კორძაიასა და ქუცნაშვილის მოთხოვნას სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს დღეს დაუკავშირდება და სავარაუდოდ, დახურული სხდომა პარლამენტში ხვალ გაიმართება.