"მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა"

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ადასტურებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაიზარდა.

სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები რეგიონიდან და სეპარატისტების მხარდაჭერა შეწყვიტოს.

"ვხედავთ, რომ იზრდება მძიმე სამხედრო ტექნიკის რაოდენობაც, მხედველობაში მაქვს ისეთი შეიარაღება, როგორიცაა ტანკები, არტილერია, ჯავშანმანქანები და საჰაერო თავდაცვითი სისტემა",- განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, რუსი სამხედროების ყოფნა აღმოსავლეთ საზღვარზე ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიანად და მოლაპარაკებების გზით გადაჭრას.

"ამიტომ, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა. გაიყვანოს ძალები აღმოსავლეთ რეგიონიდან და პატივი სცეს მინსკის შეთანხმებას",-აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.