"არა მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება დროულად გამოიძიებს ამ ტერორისტულ აქტს"

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ნუგზარ წიკლაური იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ტერორისტულ აქტს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი გამოძიება ქვეყნის ინტერესებში შედის.თუმცა მისივე თქმით საქმის დროული გამოძიების იმედი არა აქვს.

"რა გამოწვევის წინაშეც ვდგავართ, არ არის მხოლოდ მთავრობის გამოწვევა. ეს გამოწვევა ნიშნავს, როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა ხვალ. სამწუხაროდ, არა მაქვს იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის იქნება სასიკეთო და დროულად გამოიძიებს ამ ტერორისტულ აქტს,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.