გაფრთხილება ქურდული სამყაროდან და პოლიტიკური მოტივი?

გაფრთხილება ქურდული სამყაროდან და პოლიტიკური მოტივი?

გასულ ღამეს ბათუმში კიდევ ერთი მანქანა დაიწვა. ჯორჯაშვილის 27 ნომერთან BMW-ს მარკის ავტომანქანას ცეცხლი დაახლოებით ღამის სამი საათისთვის გაუჩნდა. ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს მიმდებარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამარაბის ჩანაწერი, სადაც გავრცელებული ინფორმაციით კარგად ჩანს, როგორ მიდის ჯერჯერობით დაუდგენელი პირი ავტომობილთან, ასხამს ბენზინს და ცეცხლს უკიდებს მას.ავტომანქანის მფლობელი დავით მანჯავიძეა, რომელიც მომხდარში პოლიტიკურ კვალს ხედავს და არ გამორიცხავს, რომ მომხდარი გივი თარგამაძესთან მის მეგობრობას უკავშირდებოდეს.როგორც მანჯავიძე ამბობს, ამ ფაქტით თარგამაძე კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ გაკეთებული ღია განცხადებების გამო გააფრთხილეს. როგორც ირკვევა, აფეთქების ხმა არ ყოფილა და დავით მანჯავიძეს მომხდარის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს.

რამდენიმე დღის წინ ბათუმში ავტომობილის დაუწვეს ბიზნესმნენ ირაკლი ფარცვანიას, გასულ წელს კი პროკურორ ფრიდონ ქარცივაძეს.