ბოლო დროს იური ვაზაგაშვილს ემუქრებოდნენ

ბოლო დროს იური ვაზაგაშვილს ემუქრებოდნენ

ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, მამა-შვილი ვაზაგაშვილების საქმეებს შორის კავშირი თვალნათელია.

ჭკადუას თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებები და 4 მოწმე გამოჩნდა და გამოძიების წინაშე სერიოზული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მუქარის შემცველი ზარები იური ვაზაგაშვილის ტელეფონზე.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს ვერ გეტყვით. თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში 4 ახალი მოწმეა, რომელთა ჩვენებების მიხედვით, სერიოზული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. მოწმეების ნაწილი საქართველოში არ იმყოფება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მუქარები ბატონი იურის მისამართით", - აცხადებს ირმა ჭკადუა.