საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის წლიური ანგარიში

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის წლიური ანგარიში

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 2014 წლის ხარჯვითი ნაწილი შეაფასა. გასულ წელს პირველად მოხდა ფონდის სტრუქტურიზება და პრიორიტეტების განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც ფინანსდება სხვადასხვა პროექტები. საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტული გახდა ის პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს სახელმწიფოს დემოკრატიული ფასეულობებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განვითარებას და მიმართულია სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად.

2014 წელს საქართველოს პრეზიდნეტის ფონდის ხარჯვითი ნაწილის საჯაროდ განხილვა მიზნად ისახავს ადმინისტრაციის საქმიანობის საჯაროობის და გამჭირვალობის გაზრდას.

წლიური ანგარიში მედიის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად წარუდგინა. ანგარიშის თანახმად ყველაზე მეტი თანხა - საერთო რაოდენობის 32 პროცენტი (მილიონ სამოცდათერთმეტი ათასი ლარი) დაიხარჯა ბავშვთა და მოხუცთა დაცვის მიმართულებით. სასამართლო რეფორმის დასახმარებლად თანხის 20 პროცენტი (შვიდას ორმოცი ათასი ლარი) დაიხარჯა, ხოლო 18 პროცენტი (ოთხასორმოცდაათი ათასი ლარი) კი - კულტურული მრავალფეროვნების განვითარებისთვის.

დავით პატარაიამ და გიორგი აბაშიშვილმა დეტალურად ისაუბრეს პროექტების მიზნობრიობისა და მათი განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე.

საქართველოს პრეზიდენტის ფონდი 2015 წელსაც გააგრძელებს მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტების დაფინანსებას.