პერმიაკოვის აღიარება და სასამართლო პროცესები სომხეთში-საქმე სომხურ მახერს გადაეცა

პერმიაკოვის აღიარება და სასამართლო პროცესები სომხეთში-საქმე სომხურ მახერს გადაეცა

ვალერი პერმიაკოვმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. რუსმა ჯარისკაცმა, რომელმაც გასულ კვირას სომხეთის ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის ყველა წევრი ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა სომხეთში გასამართლდება. პერმიაკოვის მიერ დანაშაულის აღიარების ფაქტს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ადასტურებს.ცნობილია, რომ სისხლის სამართლის საქმე უკვე გადაეცა სომხურ მხარეს. სომხეთში გაიმართება სასამართლო პროცესებიც. გიუმრის ტრაგედიასთან დაკავშირებით დღეს სომხეთის პარლამენტის სახელმწიფო–სამართლებრივ საკითხთა კომისიაში მოსმენა გაიმართება. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ცნობებს დეპუტატებს ქვეყნის მთავარი პროკურორი მიაწვდის.