„ბოევიკებმა“ ალექსანდრ ტურჩინოვის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს

„ბოევიკებმა“ ალექსანდრ ტურჩინოვის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს

უკრიანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრ ტურჩინოვი დონეცკის ოლქში, დასახლებულ პუნქტში „ბოევიკების" მხრიდან გახსნილ ცეცხლში მოჰყვა.

დასახლებულ პუნქტ პესკიში ვიზიტისას, ალექსანდრე ტურჩინოვის მანქანა იმ დროს დაზიანდა, როცა „ბოევიკებმა" დასახლებული პუნქტის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ტურჩინოვი არ დაშავებულა.

უკრაინული მედიის ცნობით, უკვე რამდენიმე დღეა, უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში იმყოფება.