ოკუპირებულ აფხაზეთში რეიდები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში რეიდები მიმდინარეობს

გალში აფხაზური ე.წ. მილიციისა და რუსი სამხედროების რეიდები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, რეიდები 12 იანვარს ჩატარებული ცნობილი სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, დაკავებულია 5 პირი. სპეცოპერაციები სოფლებში ფიჩორსა და ოტობაიაში ჩატარდა. ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რისთვის დააკავეს საქართველოს 5 მოქალაქე.