"აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარება უნდა გაზარდოს"

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ ამერიკამ გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინას საზღვრების დაცვის საშუალება მიეცეს.

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, აშშ-მა გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა უკრაინამ საკუთარი საზღვრების დაცვა შეძლოს. ახალი აღჭრუვილობა, სამხედროების გადამზადება - აი, ეს სჭირდება ახლა უკრაინას. აშშ და ნატო ამას უხალისოდ აკეთებდნენ და როგორც მე მესმის, იმიტომ, რომ პოტენციურად ძალიან საშიში სიტუაციაა", - განაცხადა კლინტონმა.

მისივე თქმით, უკრაინულმა ჯარმა და უკრაინელმა ხალხმა, რომლებიც "ბოევიკებს" ებრძვიან, დაამტკიცეს, რომ ისინი მეტ მხარდაჭერას იმსახურებენ.