ისნის ბაზრობაზე წუხელ ხანძარი გაჩნდა. გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ხანძარი ისნის ბაზრობაზე გვიან ღამით გაჩნდა .
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.