უკრაინული მედია - დონეცკის აეროპორტი უკრაინელმა სამხედროებმა დატოვეს

უკრაინული მედია - დონეცკის აეროპორტი უკრაინელმა სამხედროებმა დატოვეს

დონეცკის აეროპორტი უკრაინელმა სამხედროებმა დატოვეს. ამის შესახებ "უნიანი", უკრაინული ბატალიონის "აზოვის" ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც "აზოვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 242-დღიანი თავდაცვის შემდეგ, უკრაინელი სამხედროები, რომლებიც დონეცკის აეროპორტს იცავდნენ, იძულებული გახდნენ აეროპორტი დაეტოვებინათ. 

უკრაინელი ჟურნალისტის იური ბუტოსვის ინფორმაციით, აეროპორტი სრულად განადგურებულია. 

"ძველი და ახალი ტერმინალი, მართვის კოშკი, განადგურებულია ყველაფერი. აეროპორტი უწყვეტი ცეცხლის ქვეშაა. ახალი ტერმინალის შენობა დატოვა ყველა გადარჩენილმა უკრაინელმა სამხედრომ", - დაწერა ჟურნალისტმა "ფეისბუქზე".