იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები დღეს, სავარაუდოდ, გამომძიებელს შეხვდებიან

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები დღეს, სავარაუდოდ, გამომძიებელს შეხვდებიან

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები დღეს, სავარაუდოდ, გამომძიებელს შეხვდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, შეხვედრის ზუსტი დრო მოგვიანებით დაზუსტდება. 

რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, როგორც მოსიაშვილმა განაცხადა, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მისივე თქმით, კონკრეტულად რომელი მოწმეები დაიკითხნენ, მისთვის უცნობია. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ადვოკატები დღეს შესაძლოა მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს შეხვდნენ, მოსიაშვილის განცხადებით, ამ შეხვედრის აუცილებლობის საკითხი დღეს არ დგას.