უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ევგენი პერებინისის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის საზღვარის გასწვრივ რუსეთმა 50 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის მობილიზება მოახდინა.
მისი თქმით, ისინი სრულ საომარ მზადყოფნაში არიან.
„კომპეტენტური ორგანოების ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ 50 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე განალაგა, რომლებიც სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან“, - აცხადებს ევგენი პერებინისი.
მანამდე, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნულმა საბჭომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ორმა ტაქტიკურმა ჯგუფმა რუსეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.