დონბასში ბრძოლისას უკრაინის

დონბასში ბრძოლისას უკრაინის "მემარჯვენე სექტორის" ლიდერი დაიჭრა

უკრაინის "მემარჯვენე სექტორის" ლიდერი დიმიტრი იაროში დონბასში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მსუბუქად დაიჭრა, - ამის შესახებ "ცენზორ.ნეტ"-ის რედაქტორი იური ბუტუსოვი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"სახალხო დეპუტატი დიმიტრი იაროში მსუბუქად დაიჭრა აეროპორტის რაიონში ბრძოლების დროს. დეპუტატი ბრძოლის ველიდან გაიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, ჭრილობა მსუბუქია. ექიმის თქმით, წინასწარი დიაგნოზია მხრის ქვედა მესამედის დაზიანება. ხელი სერიოზულად არის დაზიანებული, თავში ჭრილობა მსუბუქია - ჩაფხუტმა უშველა", - აღნიშნავს ბუტუსოვი.