ნოდარ კერესელიძემ გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ დისკუსიაში  მიიღო მონაწილეობა

ნოდარ კერესელიძემ გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ბერლინში, გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ დისკუსიაში  - ევროკავშირთან ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის - მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ გერმანელი ბიზნესმენები და საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში საინვესტიციო გარემოთი დაინტერესებული სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. ნოდარ კერესელიძემ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითად მიმართულებებზე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის იმ დარგებზე, რომლებიც უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტრესოა. ნოდარ კერესელიძემ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საკანონმდებლო ჰარმონიზაციის მიმართულებით გაწეულ სამუშაოზე, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროგრამაზე, აგროდაზღვევაზე და  ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიების პოლიტიკაზე ისაუბრა.  

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა ალექსეი პავლენკომ, მოლდოვას სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა ვასილ ბუმაკოვმა, ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, მონიკ პარიატიმ და გერმანიის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, პიტერ ბლეზერიმ.