აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის პოზიცია იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით "პირWელს" საელჩოს პრესსამსახურმა გააცნო.
„ბევრი ქართველის მსგავსად, ელჩი ნორლანდი და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებიც შეძრწუნებულნი არიან იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებით. ბოლო წლებში ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით ბატონ ვაზაგაშვილს. მან საელჩოს შვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული წუხილი გაუზიარა. ვუსამძიმრებთ ოჯახს და ვუერთდებით პრემიერ-მინისტრის მოწოდებას დაუყონებლივი და საფუძვლიანი გამოძიების შესახებ",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.