დავით იაკობაშვილი ქართული აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

დავით იაკობაშვილი ქართული აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

ბიზნესმენის თქმით, რუსული "როსნეფტის" შემოსვლის მიუხედავად, მას კომპანია "პეტროკასში" აქციათა საკონტროლო პაკეტი რჩება.

იაკობაშვილი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ რუსული სახელმწიფო კომპანია ფოთის ნავთობტერმინალში და სხვა აქტივებში წილის მფლობელი ხდება.

ბიზნესმენის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ამ გარიგებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონია.

"მე პოლიტიკაში არ ვერევი და ასე მგონია, არც მთავრობა უნდა ჩაერიოს ბიზნესის საქმეებში. მთავრობას ის როლი აქვს, რომ ბიზნესის კეთება გაამარტივოს. ჩვენთან ათასზე მეტი კაცი დაიწყებს მუშაობას. გადაზიდვა ყველას სჭირდება, მთავარია ხელი არ შეგვიშალონ და ყველაფერს გავაკეთებთ",-განაცხადა იაკობაშვილმა

შეგახსენებთ, რომ "Petrocas Energy International" და „როსნეფტი“ ერთობლივ კომპანიას ქმნიან. „როსნეფტმა“ სამხრეთ კავკასიის და კასპიის რეგიონში ერთობლივი კომპანიის შექმნის მიზნით Petrocas-ის აქციების 49-პროცენტიანი პაკეტი შეისყიდა.

სს „როსნეფტი“ რუსეთის მულტინაციონალური სანავთობო კომპანიაა, რომლის აქციების 19.75 პროცენტს სანავთობო კომპანია BP ფლობს, ხოლო აქციების 10.75-ის ვაჭრობა საფონდო ბირჟებზე ხდება, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე.