იპოვა ახალი მტკიცებულებები და ვანდალურად მოკლეს

იპოვა ახალი მტკიცებულებები და ვანდალურად მოკლეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და ფაქტს მისი შვილის საქმეს უკავშირებს. ზაზა ხატიაშვილი მომხდარს ტერორისტულ აქტს უწოდებს.

„ადამიანი იბრძოდა იმისთვის, რომ მისი შვილის მკვლელობის ფაქტი გამოეძიებინა. იპოვა ახალი მტკიცებულებები და ვანდალურად მოკლეს. ეს არის მთელი ერის ტრაგედია და ასევე უნდა შეფასდეს, როგორც ტერორისტული აქტი და ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ რაც შეიძლება მალე გაიხსნას ეს მკვლელობა,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.