მკვლელებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანას მართავს დოყლაპია ხელისუფლება

მკვლელებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანას მართავს დოყლაპია ხელისუფლება

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას „ქართული დასის“ ლიდერი ეხმაურება. როგორც ჯონდი ბაღათურია აცხადებს,მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას უნდა დაეკისროს, რადგან ზურა ვაზაგაშვილის საქმეში ეჭვმიტანილი პირები დღეს ისევ თავისუფალი არიან.

„აშკარად ჩანს, რომ მკვლელებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანას მართავს დოყლაპია ხელისუფლება. მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და მის კისერზეა ეს და ყველა სხვა დანაშული, რადგან ორი წლის განმავლობაში უმძიმეს დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები გარეთ არიან,“ - განაცხადა ბაღათურიამ.