ადვოკატები ადასტურებენ, რომ კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში მნიშვნელოვანი მოწმე გამოჩნდა

ადვოკატები ადასტურებენ, რომ კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში მნიშვნელოვანი მოწმე გამოჩნდა

ადვოკატები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ თბილისში, 2006 წელს კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში მნიშვნელოვანი მოწმე გამოჩნდა.

როგორც ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ეს მოწმე იყო თვითმხილველი და ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაციები. ადვოკატები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მოწმის დასახელებისგან თავს იკავებენ. 

"ბოლო პერიოდში იური ვაზაგაშვილი საუბრობდა მოწმესთან დაკავშირებით, რომელიც იყო თვითმხილველი და, რომელსაც გარკვეული ინფორმაციები ჰქონდა. დიახაც, არსებობს ასეთი მოწმე, რომელსაც გარკვეული სახის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნდა. ბატონი იურიც საუბრობდა ამ თემაზე, რაც სრულიად სიმართლეა. ამ პიროვნების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ. ჩვენთვის ცნობილია თუ ვინ არის ეს მოწმე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს პიროვნება საქართველოში არ იმყოფება", - განაცხადეს ადვოკატებმა.

მათივე თქმით, ეს პიროვნება გამოთქვამდა მზაობას, რომ გამოძიებისთვის მიეცა სწორი და ამომწურავი ჩვენება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც მოხდა 2006 წელს.
ადვოკატები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული პირი ამ ჩვენებას გამოძიებას მისცემს.