პარლამენტის წინ შეკრებილი ვაზაგაშვილის ახლობლები

პარლამენტის წინ შეკრებილი ვაზაგაშვილის ახლობლები "რუსთავი 2"-სა და "მაესტროს" მოუწოდებენ, პირდაპირი ეთერი დაუთმონ

პარლამენტის წინ შეკრებილი იური ვაზაგაშვილის ახლობლები "რუსთავი 2"-სა და "მაესტროს" მოუწოდებენ, პირდაპირი ეთერი დაუთმონ. აქციის მონაწილეთა თქმით, სურთ მათი მოთხოვნები მთელმა საქართველომ გაიგოს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილები მოითხოვენ ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დაუყოვნებლივ გამოიძიონ და მკვლელები დაისაჯონ.

პარლამენტთან ამ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაციები, ადვოკატები და იური ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილები.