კიევში ხვალ ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

კიევში ხვალ ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

2014 წლის 21 იანვარს კიევში, ხრეშატიკზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ღონისძიებას უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება,  ქართველი დიპლომატები და უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაესწრებიან.

გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს კიევში - დღეს საღამოს, საქართველოში კი ხვალ გადმოასვენებენ. გარდაცვლილის გადმოსვენებასთან დაკავშირებულ პროცედურებს უკრაინაში საქართველოს საელჩო უზრუნველყოფს.