საფრანგეთში 5 ჩეჩენი ტერაქტის მოწყობისთვის დააკავეს

საფრანგეთში 5 ჩეჩენი ტერაქტის მოწყობისთვის დააკავეს

რუსეთის 5 მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი საფრანგეთის სამხრეთში ქალაქ ბეზეში ტერაქტის მოწყობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს. ხოლო „ასოშიეითედ პრესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულები საფრანგეთში ახალი ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გაამკცარეს რაც ქვეყანას ტერორის ტალღამ გადაურა. შარლ ებდოს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმისას შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მოგვიანებით ტერორისტები ქვეყნის ჩრდილოეთით გაანადგურეს. იმავე დღეს ტერაქტი მოხდა პარიზის გარეუბანში ებრაულ სუპერმარკტში. საერთო ჯამში ტერაქტებს 17 ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთი დღმდე ეძებს ტერქტში ეჭვმიტანილ ქალბატობს. შარლ ებდოზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ ტერორისტებს კავშირი ქონდათ რამზან კადიროვთან. მედიის სხვადასხვა გამოცემები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ტერორისტ ძმებს სწორედ ის შეირაღება ქონდათ რაც კადიროვის პოლიციას აქვს. არის თუ არა ჩეჩენი პირების დაკავება ამ მოსაზრებასთან კავშირში ჯერ ჯერობით უცნობია