"ევროკავშირი დღეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს"

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის განმარტებით, ამ თემაზე ნებისმიერი გადაწყვეტილება ადგილზე სიტუაციის გაუმჯობესებას დაეფუძნება.

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები 2015 წელს პირველად იკრიბებიან. როგორც ფედერიკა მოგერინიმ შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, დღეს დიპლომატები ნოემბერსა და დეკემბერში დაწყებულ დისკუსიას გააგრძელებენ.

"რუსეთთან დაკავშირებით დღევანდელი დისკუსიის თემა უკრაინისთვის დახმარების გაწევა ან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე გადაწყვეტილების მიღება არაა. ეს  იქნება იმ დისკუსიის გაგრძელება, რომელიც ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარეობდა. ჩვენ ასევე შემდეგი თვისთვისაც მოვემზადებით. სანქციებთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უკრაინაში, ადგილზე არსებულ ვითარებას და მინსკის შეთანხმებების რეალიზაციას დაეფუძნება. ამ დღეებში უკრაინის აღმოსავლეთით ძალადობის განახლება ძალიან ცუდი ფაქტია", - განაცხადა მოგერინიმ.