თბილისში, 9 აპრილის ბაღში, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დააზიანეს. კვარცხლბეკზე გაკეთებული წარწერა - "ოთარ მეღვინეთუხუცესი" მთლიანად არის მოგლეჯილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" 9 აპრილის ბაღის დაცვის თანამშრომლებმა განუცხადეს, წარწერა მათ ამ დილით იპოვეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ ძეგლი გუშინ, გვიან ღამით დააზიანეს. აგრეთვე, გუშინ მიტანილი ყვავილებიც ძეგლის ირგვლივ მიყრილ-მოყრილია.
InterPressNews.Ge9 აპრილის ბაღში მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გუშინ გაიხსნა. ღონისძიებას საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, კულტურის მინისტრი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მომღერლები და მსახიობები ესწრებოდნენ.
ძეგლის ავტორი ლევან ვარდოსანიძეა.