აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი გააგრძელებენ რუსეთზე ზეწოლას უკრაინაში აგრესიის გამო. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
"ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას, რათა უკრაინაში არსებული კრიზისი დიპლომატიური გზით მოვაგვაროთ. ასევე გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ, ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა, რომ მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძალაში დატოვებას, ვიდრე უკრაინაში არსებული კონფლიქტი არ დასრულდება.
"ჩვენ თანახმა ვართ, რომ აუცილებელია შენარჩუნდეს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები, ვიდრე რუსეთი უკრაინაში აგრესიას არ დაასრულებს", - განაცხადა ბარაკ ობამამ.