აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში "ბოევიკებმა" 82-ჯერ გახსნეს ცეცხლი უკრაინელი სამხედროების პოზიციების მიმართულებით.
უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბბინის ინფორმაციით, კონფლიქტის ეპიცენტრი კვლავ დონეცკის აეროპორტი რჩება, რომელსაც ამ დრომდე უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.
უკრაინული მედიის ცნობით, წუხანდელი ღამის განმავლობაში "ბოევიკებს" არ შეუწყვეტიათ თავდასხმა დონეცკის აეროპორტზე, ასევე დაზარალდა აეროპორტთან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები.