ბუნდესტაგმა პირველი მოსმენით ასოცირების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

ბუნდესტაგმა პირველი მოსმენით ასოცირების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებმა დღეს, პირველი მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი ევროკავშირთან უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ასოცირების შეთანხმების შესახებ. პირდაპირი ტრანსლაცია პარლამენტის ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობდა.

დებატებისას პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ქვეყნებს, რომლებიც აპირებენ ევროკავშირთან მიერთებას, "ნათელი ევროპული პერსპექტივები უნდა გააჩნდეთ".

როგორც მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალისტური კავშირების კოალიციის დეპუტატმა კარლ-გეორგ ველმანმა აღნიშნა, კიევის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინას ევროკავშირთან მიერთება 2020 წლისთვის სურს, "საკმაოდ არადროულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეალური, ვიდრე მოლდოვას ხელისუფლების დაპირება ქვეყნის ევროკავშირში მიმდინარე წლის ბოლოსთვის გაწევრიანების შესახებ".

დებატებისას ითქვა, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ უნდა გააგრძელონ რეფორმები ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობით.