ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ენგურჰესის" კუთვნილებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მოლაპარაკებების მიმდინარეობას უარყოფს, - ასე გამოეხმაურა კვირიკაშვილი კომპანია "ჩერნომორენერგოს" ხელმძღვანელის, ასლან ბასარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის სამართლებრივი კუთვნილების საკითხის შესახებ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
"არანაირი მოლაპარაკებები ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
კითხვაზე, თუ გეგმავს მოლაპარაკებების დაწყებას ხელისუფლება უახლოეს მომავალში, ვიცე-პრემიერის თქმით, უახლოეს მომავალში ასეთი რამ არ იგეგმება. "არანაირი კომუნიკაცია ამ მიმართულებით არ ყოფილა, გარდა პრესაში ატეხილი აჟიოტაჟისა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.