დავით საგანელიძე:   პრეზიდენტის გამოსვლაზე სცენარის დადგმას, საქმიანი საუბარი სჯობს

დავით საგანელიძე: პრეზიდენტის გამოსვლაზე სცენარის დადგმას, საქმიანი საუბარი სჯობს

პრეზიდენტის გამოსვლის მოსმენის ინტერესი ყველას უნდა ჰქონდეს, მაგრამ აუცილებელი არ არის, ეს პარლამენტის დარბაზიდან მოხდეს, - ასეთ კომენტარს აკეთებს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, მინისტრთა კაბინეტის წევრების პარლამენტში მოსვლის თაობაზე.

საგანელიძის აზრით, "პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით გარკვეული სცენარის დადგმას და პარლამენტში ყველა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლის დასწრებას, საქმიანი საუბარი სჯობს".

"მინისტრთა კაბინეტს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე დასწრების ვალდებულება არა აქვს. მთავრობა ვალდებული არ არის პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაესწროს. პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლა კანონით განსაზღვრულია, ამის შესახებ წერია პარლამენტის რეგლამენტში. ძალიან კარგია რომ მობრძანდება და პრეზიდენტის მოსმენის საშუალება გვექნება. პარლამენტში მთავრობის მოსვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცაღა, ვინაიდან მთავრობას პარლამენტი ამტკიცებს და ამ ფორმით საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე ვართ, თუკი სურვილი ექნებათ, მოვიდნენ", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.