უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უახლოეს პერიოდში სამთავრობო ცვლილებების განხორციელებას არ ელის.
საგანელიძის ინფორმაციით, მინისტრების შეცვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. "სამთავრობო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას და სიტუაციას ვერ ვხედავ. ეს პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის. მთავრობას ჰყავს ხელმძღვანელი - პრემიერ-მინისტრი და თუკი ის საჭიროდ ჩათვლის, ბუნებრივია, პარლამეტი მინისტრების დანიშვნებთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს, მაგრამ საკითხი დღის წესრიგში არ დგას", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.