ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ დაეცა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 17 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 1,94 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთა შორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსი კი 1.93-ს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0,0123 ლარი შეადგინა.