როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს, თუმცა არ არის გამორიცხული მომავალში მსგავსი კონსულტაციები ჩატარდეს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თვამჯდომარის განცხადებით, საკითხის ინიცირება პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობასაც შეუძლია.
„ამ ეტაპზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში ეს კონსულტაციები ჩატარდეს და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. საკითხის ინიცირება შეუძლია პარალმენტის თავმჯდომარეს, ბიუროს, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლეოსობას და პარლემენტი გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით“,-განაცხადა გიორგი კახიანმა
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს პარალმენტში ოთხი თანამდებობა უკავიათ.