ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის განცხადებით, ეს არ არის ის მაჩვენებელი, რომლის იგნორირებაც შეიძლება, თუმცა არც საგანგაშო რაოდენობაა.
ასე უპასუხა ევროკომისარმა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტის შეკითხვას ანტიევროპული განწყობების ზრდის შესახებ.
„ნიდერლანდებსა და ავსტრიაში პირიქით, გაიზარდა. გარკვეულწილად ეს არის კრიზისის შედეგი, რადგან ერებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ევროკავშირი ყველა პრობლემას გადაჭრიდა. ევროკავშირი გამოწვევის წინაშე დგას ხოლმე და ყველა საკითხთან გამკლავებას ვერ ახერხებს. ხშირად იძულებული ვართ წინა პლანზე წამოვწიოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
მისივე თქმით, ყველა ევროპულმა ქვეყანამ საკუთარი ძალებითაც უნდა მოახერხოს გარკვეული საკითხების მოგვარება.