საფრანგეთში პოლიციამ თორმეტი ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც გასულ კვირას მომხდარ ტერაქტებთან არიან დაკავშირებული.
AFP-ის ინფორმაციით, თორმეტივე მათგანი ეჭვმიტანილია ტერორისტებისთვის შესაძლო ლოგისტიკური დახმარების აღმოჩენაში, რაც მათთვის იარაღის მიწოდებას გულისხმობს.
"ბიბისის" ცნობით, პოლიციამ რეიდი პარიზთან ახლოს მდებარე ხუთ ქალაქში ჩაატარა.
გასულ კვირას საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. 7 იანვარს ჟურნალ "შარლი ებდოზე" განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა იემენში მოქმედმა "ალ ქაიდას" დაჯგუფებამ აიღო.