დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მომავალი არჩევნები ქვეყნისთვის რაიმე ტესტი აღარ იქნება

დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მომავალი არჩევნები ქვეყნისთვის რაიმე ტესტი აღარ იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მომავალი არჩევნები ქვეყნისთვის რაიმე ტესტი აღარ იქნება. აღნიშნული განცხადება უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. უსუფაშვილის თქმით, ევროკომისარი ქვეყნის დემოკრატიზაციის საკითხებით, მათ შორის საარჩევნო თემატიკით დაინტერესდა. 

"მომავალი არჩევნები რაიმე ტესტი ქვეყნისთვის აღარ იქნება, მაგრამ იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც საბოლოოდ ყველას დავანახებთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიდის ცივილურად, კანონის შესაბამისად და წარსულს ჩაბარდა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება არჩევნები, ხომ არ იქნება პრობლემები და ა.შ. ამას სჭირდება მუშაობა საკანონმდებლო დონეზეც, რასაც პარლამენტი შეასრულებს და მოაგვარებს", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.