საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საგაზაფხულო სესია ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებით იქნება დატვირთული.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის და მის გამოსვლაზე მთავრობის წევრების დასწრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამ კითხვას პასუხს უახლოესს დღეებში გასცემს.
"საგაზაფხულო სესიასთან დაკავშირებით გთხოვთ მობრძანებას უახლოეს დღეებში, სადაც შევეხებით ყველა იმ თემას, რომელიც პარლამენტის მომავალ საქმიანობას უკავშირდება. ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რადგან საგაზაფხულო სესია იქნება დატვირთული ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებით პარლამენტში და ყველა საკითხზე ვიუსაბრებთ ძალიან მალე", - განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა.