გიუმრიში რუსეთის საკონსულოსთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

გიუმრიში რუსეთის საკონსულოსთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

სომხეთის ქალაქ გიუმრიში, რუსეთის გენერალურ საკონსულოსთან ვითარება დაძაბულია. რუსული მედიის ინფორმაციით, მანიფესტანტები სამართალდამცავებს უპირისპირდებიან.

დღეს, ავეტისიანების ოჯახის დაკრძალვის შემდეგ, რომლის 6 წევრი, გამოძიების ინფორმაციით, რუსმა სამხედრომ მოკლა, საპროტესტო აქცია განახლდა.

ხალხმრავალი მიტინგის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს სომხური მხარისთვის რუსული ჯარისკაცის გადაცემა. ამ დროისთვის რუსეთის საკონსულოს შენობას პოლიცია იცავს. მომიტინგეები მათ ქვებს ესვრიან, ისვრიან შაშხანებს.