ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი იმ თემებზე საუბრობს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრაზე განიხილა
მისი თქმით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიც არის ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ასევე მოლაპარაკების საგანს წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
იოჰანეს ჰანის თქმით, მისი პირველი ვიზიტი საქართველოში მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად აფასებს ევროკავშირი საქართველოს ძალისხმევას დაუახლოვდეს ევროკავშირს.
"განვიხილეთ ისეთი გადაუდებელი საკითხი, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, საქართველოს ახორციელებს მეორე ფაზას, რომელიც იმედი მაქვს, რომ წარმატებით დასრულდება. ასევე განვიხილეთ სხვა თემებიც, რადგან მნიშვნელოვანი იყო გადმომეცა გზავნილი, რომელიც ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით აქვს. ეს საკითხი უნდა იყოს აღნიშნული იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. გარდა ამისა, შევეხეთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ინტერვენციას, რომელიც არღვევს ტერიტორიულ მთლიანობას",- განაცხადა იოჰანეს ჰანმა
რაც შეეხება თამარ ბერუჩაშვილს, შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო უწყების ხელმძღვანელს კომენტარი არ გაუკეთებია.