ვინც რწმენას დასცინის, საპასუხო დარტყმას უნდა ელოდოს

ვინც რწმენას დასცინის, საპასუხო დარტყმას უნდა ელოდოს

რომის პაპი ფრანცისკი მიიჩნევს, რომ "სიტყვის თავისუფლების" ცნებაში შეზღუდვები უნდა არსებობდეს. აღნიშნული აზრი პონტიფიკოსმა პარიზის სატირული ჟურნალის რედაქციაზე გასულ კვირას განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით გამოთქვა, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა.

"არავის შეუძლია იცინოს რწმენაზე. ის კი, ვინც ამას გააკეთებს, უნდა ელოდოს საპასუხო დარტყმას", - განაცხადა რომის პაპმა და დასძინა, რომ როგორც რწმენის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლებაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

"არ შეიძლება პროვოცირება, არ შეიძლება სხვისი რწმენის დამცირება, არ შეილება რწმენის დაცინვა. არსებობს ზღვარი. ყველა რელიგიას თავისი ღირსება აქვს. სიტყვის თავისუფლება სასიკეთოდ უნდა არსებობდეს", - აღნიშნა რომის პაპმა.