გევორქ კოსტანიანი რუსეთის გენერალურ პროკურორს სთხოვს, გიუმრში, ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული რუსი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი სომხურ გამოძიებას გადასცეს
ამის შესახებ სომხეთის გენერალურმა პროკურორმა მომიტინგეებს განუცხადა, რომლებიც მკვლელობაში ბრალდებულის სომხური მხარისთვის გადაცემის მოთხოვნით რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ. მისივე თქმით, სომეხი გამომძიებელი პერმიაკოვს 102-ე რუსულ ბაზაზე დაკითხავს.
რუსმა ჯარისკაცმა ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მეორე დღესვე თურქეთ-სომხეთის საზღვარზე დააკავეს. სასამართლომ რუსი ჯარისკაცი პატიმრობაში დატოვა, თუმცა რუსული მხარე აცხადებს, რომ ის რუსეთში გასამართლდება.