გასული კვირის ტერაქტების შემდეგ, ამჯერად საფრანგეთი კიბერშეტევებს იგერიებს. "ასოშიეითიდ პრესის" ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის ობიექტი 19 ათასი ფრანგული საიტი გახდა, რომელთა ნაწილზე იერიში ცნობილმა ისლამურმა ჰაკერულმა ჯგუფებმა მიიტანეს.
კიბერშეტევები განხორციელდა სხვადასხვა სახის ინტერნეტსაიტებზე, მათ შორის სამხედრო ნაწილების და პიცის ადგილზე მიტანის სერვისების ვებგვერდებზეც კი. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ამ შეტევებს სერიოზული ზიანი საიტებისთვის არ მიუყენებია.
ადმირალ არნო კუსტიერის განცხადებით, რომელიც საფრანგეთის არმიის კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირია, მსგავსი მასშტაბის კიბერშეტევა ფრანგულ საიტებზე პირველად დაფიქსირდა.
თემა: ტერაქტები საფრანგეთში