პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა ურუშაძის „მანდარინების“ საუკეთესო უცხოენოვან ფილმების კატეგორიაში „ოსკარზე“ ნომინირებულთა შორის დასახელებას ეხმაურება.
"ვულოცავ საქართველოს! ვულოცავ ესტონეთს! ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმი „ოსკარზეა“ ნომინირებული. "მანდარინები", ხუთ საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორისაა. ყველას გილოცავთ!", -წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
„მანდარინები“ ოსკარისთვის იბრძოლებს. ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში „ოსკარზე“ ნომინირებულთა შორის დასახელდა.