იენს სტოლტენბერგი - გერმანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის სწრაფი რეაგირების ძალები აღმოსავლეთ ევროპაში განთავსდა

იენს სტოლტენბერგი - გერმანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის სწრაფი რეაგირების ძალები აღმოსავლეთ ევროპაში განთავსდა

გერმანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის სწრაფი რეაგირების ძალები აღმოსავლეთ ევროპაში განთავსდა, რათა რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხეს უპასუხოს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ინფორმაციას "ლოს ანჯელეს თაიმსი" ავრცელებს. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ დარღვეულია საერთაშორისო სამართალი, უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ არის დაცული. მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს მინსკის მოლაპარაკებებს", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. 

ამერიკული გამოცემის ცნობით, იენს სტოლტენბერგს არ დაუკონკრეტებია სამხედროების რაოდენობა. როგორც ნატო-ს პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ აღნიშნა, ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების საბოლოო კონტინგენტი რამდენიმე ათასი სამხედროსგან შედგება, რომელიც ნატო-ს წევრ ქვეყნებზე განხორციელებულ ნებისმიერ საფრთხეს მოიგერიებს.