კიევი დონეცკის აეროპორტის დათმობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

კიევი დონეცკის აეროპორტის დათმობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის აეროპორტის დათმობის თაობაზე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, როგორც ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, უკრაინელი სამხედროები კვლავ აკონტროლებენ დონეცკის აეროპორტს, თუმცა ტერორისტების მხრიდან არ წყდება ცეცხლი აეროპორტის ახალი ტერმინალის მიმართულებით.

"დონეცკის აეროპორტში ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს, "ბოევიკები" სულ უფრო ახლოს იწევენ", - აღნიშნა ანდრეი ლისენკომ.

"უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, დონეცკის აეროპორტის ტერიტორიასთან მიახლოება ვერ შეძლო ეუთო-ს სპეციალურმა სადამკვირვებლო მისიამ.